პრეტენზიის დაფიქსირება



პრეტენზიის დაფიქსირება

შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კონტინენტალ სითი კრედიტის მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და პრეტენზიების განხილვის წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

ეს წესი განსაზღვრავს შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კონტინენტალ სითი კრედიტში“ (შემდგომში _ საზოგადოება) პრეტენზიის წარდგენის ფორმებს, პრეტენზიების განხილვის პროცედურას, პრეტენზიების განმხილველი საზოგადოების სტრუქტურული ქვედანაყოფს, ასევე პრეტენზიების განხილვასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

ამ წესის მიზნებისთვის, გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) საზოგადოება - შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კონტინენტალ სითი კრედიტი“ (ს/კ 404932891);
ბ) საზოგადოების ვებ. გვერდი - ვებ. გვერდი cccredit.ge;
გ) მომხმარებელი - ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც სარგებლობს საზოგადოების რომელიმე ფინანსური პროდუქტით;
დ) მესამე პირი - ნებისმიერი პირი, რომელიც არ წარმოადგენს საზოგადოების მომხმარებელს, ასევე საზოგადოების მომხმარებელი იქამდე სანამ არ მოხდება მისი იდენტიფიცირება ამ წესის შესაბამისად.
ე) ხელშეკრულება - შეთანხმება, მათ შორის ელექტრონული სახის/ფორმის, რომელიც იდება მომხმარებელსა და საზოგადოებას შორის საზოგადოების პროდუქტით სარგებლობისთვის ან/და მასთან დაკავშირებული მხარეთა შორის გაფორმებული ნებისმიერი შეთანხმება.
ვ) პრეტენზია - მომხმარებლის ან მესამე პირის მიერ საზოგადოების მიმართ, საზოგადოების უფლებამოსილ პირთან, ნებისმიერი ობიექტურად აღსაქმელი ფორმით, მათ შორის ზეპირად, წერილობით ან ელექტრონულად დაფიქსირებული პრეტენზია, რომლითაც იგი გამოხატავს თავის უკმაყოფილებას, დაუთანხმებლობას, საჩივარს საზოგადოების და/ან მისი ნებისმიერი პროდუქტის მიმართ, რომელიც არ ატარებს მხოლოდ შეფასებით ხასიათს და არსებობს ობიექტური, გონივრული მოლოდინი/მოთხოვნა საზოგადოების მიმართ პრეტენზიაზე რეაგირებასთან დაკავშირებით.
ზ) განმცხადებელი - საზოგადოებაში შეტანილი პრეტენზიის ავტორი.
თ) განყოფილება - „მომხმარებლის უფლებების დაცვისა და სერვისების გაუმჯობესების კომიტეტი“ ამ წესის შესაბამისად დაკომპლექტებული საზოგადოების სტრუქტურული ერთეული, რომელიც ამ წესის მიხედვით განიხილავს საზოგადოების მიმართ არსებულ პრეტენზიებს.
ი) განყოფილების წევრი - ამ წესის შესაბამისად, განყოფილების განსაზღვრული ან/და დანიშნული წევრი.
კ) განყოფილების უფროსი - საზოგადოების დირექტორი, ან საზოგადოების დირექტორის მიერ განსაზღვრული პირი, რომელიც წარმოადგენს განყოფილების წევრს.
ლ) იურისტი - ფიზიკური პირი, რომელსაც საქართველოში აკრედიტირებული უნივერსიტეტის მიერ მინიჭებული აქვს ბაკალავრის, მაგისტრის ან/და დოქტორის ხარისხი სამართალმცოდნეობაში ან/და სხვა ნებისმიერი დასახელების სპეციალობაში, რომელიც მოიაზრებს საქართველოს კანონმდებლობაში გარკვეულ კვალიფიკაციას.
მ) დამოუკიდებელი წევრი - ფიზიკური პირი, რომელიც არ წარმოადგენს საზოგადოების დასაქმებულ პირს (თანამშრომელს).
ნ) უფლებამოსილი პირი - საზოგადოების დასაქმებული (თანამშრომელი), რომლის უშუალო მოვალეობასაც წარმოადგენს პრეტენზიების მიღება, მომხმარებლებთან ან/და საზოგადოებასთან ურთიერთობა.
ო) იდენტიფიცირება - ამ წესის შესაბამისად, განმცხადებლის იდენტიფიცირება, რომელიც გამორიცხავს ან მნიშვნელოვნად ამცირებს მესამე პირზე მომხმარებლის პერსონალური მონაცემების გამჟღავნებას.
ჟ) პრეტენზიის დაზუსტება - განმცხადებლის მიერ პრეტენზიასთან დაკავშირებით დამატებითი მონაცემების ან ნებისმიერი სხვა ინფორმაციის წარმოდგენა.
რ) განყოფილების მოთხოვნა - განყოფილების, მისი წევრის ან/და საზოგადოების პრეტენზიის მიმღები უფლებამოსილი პირის მოთხოვნა განმცხადებლისთვის, დამატებით მონაცემების წარმოდგენის შესახებ, რაც აუცილებელია პირის/განმცხადებლის იდენტიფიცირებისთვის ან/და პრეტენზიის განხილვისათვის.
ს) გადაწყვეტილება - განყოფილების გადაწყვეტილება პრეტენზიასთან დაკავშირებით.
ტ) ვადა - ამ წესითა და საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრული პრეტენზიების განხილვის ვადა.
უ) პრეტენზიების რეესტრი - საზოგადოების მიერ წარმოებული რეესტრი, რომელიც მოიცავს ინფორმაციას მიღებული პრეტენზიების, გარდა ზეპირი ფორმის შემთხვევებისა, შესახებ: განმცხადებლის მონაცემები, პრეტენზიის ხასიათი, საზოგადოების პასუხის შინაარსი, პრეტენზიაში დაფიქსირებული პრობლემის გადაჭრისათვის განხორციელებული ღონისძიებები და საბოლოო შედეგი, ასევე შეიძლება მოიცავდეს პრეტენზიასთან დაკავშირებულ სხვა ნებისმიერ, მათ შორის განმცხადებლის საკონტაქტო მონაცემებს.
ფ) სტატისტიკა - ამ წესისა და საკანონმდებლო აქტების მოთხოვნების შესაბამისად საზოგადოების მიერ შექმნილი სტატისტიკა, რომელიც პერიოდულად გადაეცემა საქართველოს ეროვნულ ბანკს.
ქ) სპეციფიკური საფინანსო პროდუქტი – კრედიტი, მათ შორის ოვერდრაფტი, საკრედიტო ბარათი, რომლის მთლიანი თანხა აღემატება 300 ლარს და ნაკლებია 200000 ლარზე ან მის ეკვივალენტზე სხვა ვალუტაში, დეპოზიტი, ასევე საზოგადოების მიერ მოზიდული სახსრები, რომლის პირველადი შენატანი ნაკლებია 200 000 ლარზე ან მის ეკვივალენტზე სხვა ვალუტაში.

მუხლი 3. პრეტენზიების მიღება

1. საზოგადოებაში პრეტენზიის წარდგენა შესაძლებელია:

ა) ზეპირსიტყვიერად - საზოგადოების უფლებამოსილ პირთან საუბრისას;
ბ) წერილობით - საზოგადოების ფაქტობრივი ადგილსამყოფელის მიხედვით;
გ) ელექტრონულად - საზოგადოების ოფიციალური ელექტრონული ფოსტით;

2. ნებისმიერი საშუალებით საზოგადოებაში პრეტენზიის წარდგენისას, პირის/განმცხადებლის იდენტიფიცირების, პრეტენზიის განხილვის და შემდგომი კომუნიკაციის დამყარების მიზნებისთვის განმცხადებელი ვალდებულია მიუთითოს/ წარმოადგინოს:

ა) სახელი და გვარი;
ბ) პირადობის მოწმობა - ასეთის არქონის შემთხვევაში სხვა ოფიციალური დოკუმენტი რომელიც კანონის შესაბამისად შესაძლებელია იქნეს გამოყენებული პირის იდენტიფიკაციისთვის.
გ) ფაქტობრივი მისამართი;
დ) ელექტრონული ფოსტის მისამართი;
ე) საკონტაქტო ტელეფონის ნომერი;
ვ) საზოგადოებასთან ურთიერთობა - მისი სტატუსი (წარმოადგენს თუ არა მომხმარებელს);
ზ) პრეტენზიის არსი - დეტალური აღწერა;
თ) მოთხოვნა;

3. სავალდებულო, აუცილებელი მონაცემების წარმოუდგენლობის შემთხვევაში, როდესაც ვერ ხერხდება პირის/განმცხადებლის იდენტიფიცირება, რაც ზრდის პერსონალურ მონაცემთა უსაფუძვლოდ გამჟღავნების რისკებს ან/და ვერ ხერხდება პრეტენზიის შინაარსის დადგენა, ვადის ათვლა არ დაიწყება აღნიშნული გარემოებების აღმოფხვრამდე.

4. საზოგადოების მოთხოვნიდან 10 დღის განმავლობაში განსაზღვრული მონაცემების, ინფორმაცის წარმოუდგენლობის ან/და იდენტიფიცირების გავლის მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, საზოგადოება უფლებამოსილია არ განიხილოს პრეტენზია და აღნიშნულის შესახებ აცნობოს განმცხადებელს.

5. ამ მუხლით გათვალისწინებული იდენტიფიკაციასთან დაკავშირებული მოთხოვნები არასავალდებულოა, თუ განმცხადებელი უკვე იდენტიფიცირებულია, შესაბამისად სახეზე არ გვაქვს პერსონალური მონაცემების უსაფუძვლოდ გამჟღავნების რისკი ან/და პრეტენზიის ზოგადი ხასიათიდან გამომდინარე მასზე შესაბამისი რეაგირება, პასუხის გაცემა არ საჭიროებს პერსონალური მონაცემების შესახებ პრეტენზიის განმცხადებლისთვის მონაცემების მიწოდებას.

6. წერილობითი ან ელექტრონული (ელ. ფოსტა) საშუალებით პრეტენზიის მიღებისას საზოგადოება ადასტურებს პრეტენზიის მიღებას მომხმარებლის მიერ მითითებული ელექტრონული ფოსტის საშუალებით, აღნიშნულის მიუთითებლობის ან არასწორად მითითების შემთხვევაში საზოგადოებას ეხსნება შეტყობინების ვალდებულება.

7. პრეტენზიის შესწავლის დასრულების შემდეგ, არაუგვიანეს განმცხადებლის მიმართვისა და იდენტიფიკაციიდან, ასევე პრეტენზიის დაზუსტებიდან, 1 თვის ვადაში, საზოგადოება პრეტენზიის განმცხადებელს (აღნიშნული არ ვრცელდება პრეტენზიის ზეპირი ფორმით დაფიქსირებულ შემთხვევებზე), ელექტრონულად, გარდა იმ შემთხვევისა როცა პრეტენზია შემოსულია წერილობით და პრეტენზიის განმცხადებელი პირდაპირ ითხოვს მისთვის ამავე ფორმით ინფორმაციის მიწოდებას, აცნობებს საკითხის შესწავლის შედეგებს და შესაძლებლობის შემთხვევაში მისი გადაწყვეტის პირობებს.

8. საზოგადოება პასუხს არ აგებს პრეტენზიის განხილვის შესახებ შედეგების დაგვიანებით შეტყობინებაზე ან/და შეუტყობინებლობაზე, თუ აღნიშნული გამოწვეულია განმცხადებლის ბრალით ან/და საზოგადოებისგან დამოუკიდებელი მიზეზებით.

9. ამ მუხლით განსაზღვრული ვალდებულებები (პრეტენზიის მიღება, დადასტურება, განხილვა, განმცხადებლის ინფორმირება და სხვა) არ ვრცელდება საზოგადოებაზე იმ შემთხვევაში, თუ:

ა) საზოგადოებას წერილობითი ან ელექტრონული ფორმით უკვე განხილული აქვს იმავე განმცხადებლის იგივე პრეტენზია წერილობითი ფორმით და ადგილი არ აქვს დამატებით მნიშვნელოვან ფაქტებსა და გარემოებებს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით;
ბ) განმცხადებლის პრეტენზია ეხება საზოგადოების უარს ფინანსური პროდუქტის მიწოდებაზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა საზოგადოებას ეკისრება აღნიშნული ფინანსური პროდუქტის მიწოდების ვალდებულება;
გ) პრეტენზიის მიზეზს წარმოადგენს შეფერხებები ან უარი მომსახურების გაწევაზე, რომლებიც განპირობებულია მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებით, მათ შორის „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით.
დ) განცხადება არ არის დაკავშირებული საზოგადოების ფინანსურ საქმიანობასთან, მის პროდუქტთან და მომხმარებლების უფლებებთან.


Equfin Holdings
ccloan Ukraine
Mistercash Ukraine
ccloan spain
GiFund